ვინ არის 16 წლის გოგონა, რომელიც რუსთავში ავტომობილის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა? - მძღოლს პოლიცია ამ დრომდე ეძებს (ფოტო)

გუშინ საღამოს რუსთავში 16 წლის გოგონა ავტომობილმა გაიტანა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდი ძაღლს ქუჩაში ასეირნებდა.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია ფორდის მარკის ავტომობილსა და ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ის ელენე ბაშარულია, რომელიც მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა.

კომენტარი