უკრაინაში ტყის ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა

უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონში მორიგი ტყის ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგანგებო სამსახურმა გააკეთა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ხანძარი 22 დასახლებას უქმნიდა საფრთხეს და ჯამში 18,000 ჰექტარამდე ფართობი მოიცვა.

საგანგებო სამსახურის განმარტებით, 120 ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

აღსანიშნავია, რომ ამ გაზაფხულზე უფუნქციო ბირთვული სადგურის ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაერთმა ხანძარმა კიევში დაბინძურების დონე ყველაზე ცუდ ნიშნულამდე აიყვანა.

კომენტარი