სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაშინგტონში თეთრი სახლი „კალაშნიკოვით“ დაცხრილეს

როგორც fox news ამერიკულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში თეთრი სახლი დაცხრილეს, ერთმა ტყვიამ კი ტყვიაგაუმტარი ფანჯრის მინაც ჩაამსხვრია.

ამ ინციდენტს სპეცსამსახური ჯერჯერობით არ აკავშირებს პარასკევს თეთრი სახლის წინ მომხდარ სროლასთან. ერთ–ერთი ვერსიით, თეთრ სახლს „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატის ტყვია მოხვდა.

როგორც მაშინ სპეცსამსახურები იტყობინებოდნენ, სროლის ხმა მაშინ პრეზიდენტ ობამას რეზიდენციასა და ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტს შორის მდებარე ტერიტორიიდან ისმოდა. პოლიციამ მიტოვებული, Honda მარკის ავტომობილი იპოვა, სადაც АК-47 (კალაშნიკოვის ავტომატი) აღმოაჩინეს.

პარასკევს მომხდარი ინციდენტის დროს ბარაკ ობამა კალიფორნიის შტატში იმყოფებოდა და კალათბურთის მატჩს ესწრებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100