სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კორონავირუსის გამო ტესტი ოქტომბერში გადაიტანეს და გამოცდის დაწერა 38 კვირის ორსულს მომიწია..." - ქალმა ადვოკატთა გამოცდის დროს იმშობიარა

ილინოისში ქალმა ადვოკატთა გამოცდის დროს იმშობიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჩიკაგოს იურიდიული სკოლის კურსდამთავრებულმა, ბრიანა ჰილმა იცოდა, რომ გამოცდის დაწერა ორსულობის პერიოდში მოუწევდა, თუმცა კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე თარიღმა რამდენიმე კვირით გადაიწია.

„მე ვფიქრობდი, რომ გამოცდის დაწერისას 28 კვირის ფეხმძიმე ვიქნებოდი, თუმცა კორონავირუსის გამო ტესტი ოქტომბერში გადაიტანეს და გამოცდის დაწერა 38 კვირის ორსულს მომიწია“, - განაცხადა ბრიანამ.

გამოცდის დისტანციური ვერსია ოთხი 90-წუთიანი ნაწილისგან შედგება და 2 დღეზეა გათვლილი.

როგორც ჰილმა აღნიშნა, გამოცდა მკაცრი დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ მთელი ეს დრო კომპიუტერთან ჯდომაა საჭირო, რომ დამკვირვებელი დარწმუნდეს იმაში, რომ თაღლითობას ადგილი არ აქვს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჰილმა გამოცდის პირველი ნაწილის დაწყებიდან 30 წუთში წყლები დაღვარა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მან ქმრისა და დედის დახმარებით, გამოცდის მე-2 ნაწილიც დაწერა და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდა საავადმყოფოში წასვლას.

აღსანიშნავია, რომ მშობიარობის მეორე დღეს, საავადმყოფომ ქალს ცარიელი ოთახი გამოუყო, სადაც მან გამოცდის დაწერა მშვიდ ვითარებაში მოახერხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100