სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი არ შეიტანეს

ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს შესახებ ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიისთვის რეკომენდაციებს მოიცავს, შესწორების შეტანა ავსტრიელ დეპუტატს ჰანეს სვაბოდას სურდა.

როგორც გუშინ რადიო „თავისუფლება“ იუწყებოდა, ჰანეს სვაბოდას შესწორების თავდაპირველ ტექსტში, პირდაპირ იყო ნახსენები ბიძინა ივანიშვილი - „ევროპარლამეტი შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტის გამო მას შემდეგ, რაც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მან გამოაცხადა გეგმები პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე”.

თუმცა, გუშინ ჰანეს სვაბოდამ „თავისუფლებას“ განუცხადა, რომ დაძაბულობისა და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, შესწორების თავდაპირველი ტექსტიდან ბიძინა ივანიშვილის გვარი ამოიღო და შესწორება შემდეგი სახით ჩამოაყალიბა - „ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი აარიდოს არაპროპორციულ პოლიტიკურ წნეხს მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. შეახსენებს, რომ კონკურენტული და ეფექტიანი მრავალპარტიული სისტემა აუცილებელია დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის საქართველოში“.

ევროპარლამენტარებისთვის ავსტრიელი დეპუტატის შესწორების არც უკანასკნელი ვარიანტი აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც, სვობოდამ გააუქმა შესწორება და ეს საკითხი კენჭისყრაზე არ გაუტანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100