სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა

თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა.

კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის თქმით, პაციენტს სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად ფსიქიკური პრობლემაც ჰქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

პაციენტი კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს და გუშინ გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100