სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურა ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს - მის უმცროს ვაჟს კოსტას კორონავირუსი დაუდასტურდა. მცირეწლოვანი ახლა თავს უკეთ გრძნობს, ზურა კი დისტანციურ მუშაობაზე გადადის:

კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე.

მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.

ამჟამად ბევრად უკეთესადაა.

სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა.

სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო.

კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ.

31-ში უნდა მოვიგოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100