სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის "ზავოდობა" კახეთში მეზობლებთან ერთად

საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში მეზობლებს უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა პირველი „ზავოდობა“ ახალ სახლში სტუმრებთან ერთად აღნიშნა და მათთან ერთად ახლადგამოხდილი არაყიც დააჭაშნიკა. ყვარლელი მეგობრებისგან მასპინძელმა ყველაზე კოლორიტული საჩუქარი - კახური ქუდი მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს სახლიც დაათვალიერებინა და ის საწნახელიც აჩვენა, სადაც მონაკოს პრინცთან ერთად, ღვინო დაწურა.
კახური სუფრისთვის პრეზიდენტმა პროდუქტები თელავის აგრარულ ბაზარში შეიძინა და მოვაჭრეებსაც გაესაუბრა. პრეზიდენტი წლევანდელი მოსავლის შედეგებითაც დაინტერესდა და მათ კახეთის განვითარების გეგმებზეც ესაუბრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100