სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში COVID-19-ის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 24 562-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 350-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 9751 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 4 408 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 155. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1 848 ადამიანი.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100