"ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება რეკორდული მაჩვენებელი იყოს"

ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება რეკორდული მაჩვენებელი იყო, ეს არის მოლოდინი და ამიტომაც ვცდილობთ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს არაერთი მოდელი და ამ მოდელის ერთ-ერთ, კონკრეტულ ფაზას მივყვებით. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომელი მოდელის მიხედვით ვითვლით ამ რიცხვებს პროგნოზულად, რაც შემდეგ დღეს ნამდვილად მართლდება, შემდეგ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე როგორც პირველად ჯანდაცვის სექტორში ინფიცირებულებს მაღალი მზაობით ვხვდებით“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარი