სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის ავჭალაში ჩაცხრილული მამაკაცი და რომელ გახმაურებულ საქმეში ფიგიურირებს ის

არსებული ინფორმაციით, ავჭალაში ჩაცხრილული მამაკაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა. ნემსიწვერიძე 2004 წელს დააკავეს და მას ყოფილ პარლამენტარზე თავდასხმის ბრალდებით სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2013 წელს, საყოველთაო ამნისტიის შედეგად დატოვა საბყრობილე.
ცნობისთვის, საუბარია 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატ გაგუაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულებმა დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგეს.

ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100