სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1731 ადამიანს დაუდასტურდა

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1731 ადამიანს დაუდასტურდა, 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3507 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4022, კოვიდ-სასტუმროში - 2344, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100