სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას ბრალი დაუმძიმდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამას ბრალი დაუმძიმდა. მას ცრუ ჩვენების მიცემასთან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან და მუქარასთან ერთად გამოძიება უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმასაც ედავება. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

ბრალდებულმა დღეს ბრალიც აღიარა. მან განმარტა, რომ შვილის დაკავების გამო მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიდა და მისი ყველა დანაშაულებრივი ქმედება ამან გამოიწვია. დღესვე ხომასურიძეს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

11 სექტემბერს, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დააკავეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100