სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გავიმარჯვეთ თბილისში, გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში - ზაალ უდუმაშვილი

ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზაალ უდუმაშვილი.

ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებლი ყველა ინფორმაცია, რომელიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, მიანიშნებს იმაზე რომ ქართული ოცნება დამარცხებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ ყველა დიდ ქალაქში, გავიმარჯვეთ თბილისში. თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა გლდანში - "ქართული ოცნება" გადავიდა ძალადობაზე და მე მინდა მოვუწოდო ამ ძალადობის მონაწილეებს - ნუ ჩაჰყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა თბილისელი მხარდამჭერები 7 საათზე რუსთაველის გამზირზე მიიწვია, რათა რვა საათზე ერთად იზეომონ გამარჯვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100