სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კალაძის ბავშვობის მეგობარი დათო კვიჟინაძე გლდანში დაპირისპირებისას იარაღით ხელში" - ნახეთ, რას აქვეყნებს ნიკა მელია

შეიარაღებული დაპირისპირება გლდანში - "გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ნიკა მელია დაპირისპირებაში ჩართული პირის, დათო კვიჟინაძის შესახებ დამატებით ვიდეო და ფოტო მასალას ავრცელებს.

"გლდანის საარჩევნო უბანზე (N84) კახი კალაძის ბავშვობის მეგობარი (დათო კვიჟინაძე) იარაღით ხელში"- წერს მელია.

ცნობისთვის, ნიკა მალიამ რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება, რომ გლდანის რაიონში იმაზე გაცილებით დაძაბული ვითარებაა, ვიდრე ეს ტელევიზიით ჩანს. მისი თქმით, ამ ვითარების სულისჩამდგმელი "ქართული ოცნებაა", რომელსაც მობილიზებული ჰყავს კრიმინალური დაჯგუფებები.

ნიკა მელიას ინფორმაციით, კრიმინალები და პოლიციელები 84-ე საარჩევნო უბანთან ერთად მივიდნენ. კახი კალაძის ბავშვობის მეგობარმა "გაერთიანებული ოპოზიციის" დამკვირვებლებს იარაღი დაუმიზნა. პოლიციელებმა კი, დამნაშავეების ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავეს.

გლდანის საარჩევნო უბანზე (N84) კახი კალაძის ბავშვობის მეგობარი (დათო კვიჟინაძე) იარაღით ხელში

Posted by Nika Melia on შაბათი, 31 ოქტომბერი, 2020

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100