სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში კორონავირუსს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ახალ კორონავირუსულ ინფექციას ქუთაისში 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობის კურსს "კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში გადიოდა.

პაციენტი კლინიკაში 18 ოქტომბერს ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით შევიდა. ბოლო დღეებში მამაკაცი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

"პაციენტს ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში შემოსვლის მომენტისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა"- ამბობს "კლინიკა ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100