ისნის საოლქო კომისიასთან დაპირისპირების დროს დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

გვიან ღამით ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ენმ-ს ოპოზიციის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, მას ფიზიკური შეურაცხყოფა თავად კომისიის თავმჯდომარემ მიაყენა:

"ერთი არის ჩვენი დამკვირვებელი, რომლზეც ფიზიკურად იძალადეს, მათ შორი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თნამშემწემ, რომელიც შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ ჯერ არ ვიცით დააკავეს თუ არ დააკავეს. ეს ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში. მეორეზე პოლიციამ იძალადა მხარი აქვს ამოგდებული, დაბეჟილოვ აქვს", - აცხადებს ხატია დეკანოძე.

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ ხსდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა ოპოზიციის ყველა საჩივარი, ხოლო ყველა სადაო ოქმი "ოცნების" სასარგებლოდ შესწორდა.

კომენტარი