რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები იკრიბებიან - ოპოზიციური პარტიები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ

ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მსვლელობით შეუერთდნენ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას.

დემონსტრაციის მონაწილეები განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

კომენტარი