სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ საჭირო გახდა კოვიდინფიცირებულებისთვის შეიძლება განვიხილოთ საგამოფენო ან სამხედრო სივრცეების მოწყობა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, კოვიდინფიცირებულებისთვის შეიძლება სპორტის სასახლის გარდა შეიძლება განიხილონ საგამოფენო ან სამხედრო სივრცეების მოწყობა.

„გარდა სპორტის სასახლისა ბევრი რამ შეიძლება იქნეს განხილული. რატომ მაინცდამაინც სპორტის სასახლე? ვსაუბრობ ადაპტირებულ სივრცეებზე, თუ ეს საჭირო გახდა. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჩვენი საგამოფენო სივრცეები? ან ჩვენი სამხედრო სივრცეები? ყველაფერი განიხილება. მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანას, დაახლოებით, 3 სათასამდე საწოლის მობილიზება შეუძლია კოვიდისთვის. მაგრამ თუ ჩვენ დავიჭერთ 25-20%-ს საავადმყოფოებში ახალი ინფიცირებულების მოთავსებისას, მაშინ დიდი იმედი მაქვს არ დაგვჭირდება ახალი სივრცეების მობილიზება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100