ბოლო 24 საათში საქართველოში 120 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

ქვეყანაში სერიოზული შიდა გავრცელება გვაქვს და მათ შორის, არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 120 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ინფექცია 4000-მდე სამედიცინო პერსონალი დაავადდა.

კომენტარი