"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი" - საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

„ხმა მივეცი მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას და მე, ისევე როგორც მთელ საქართველოს, მაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ამომრჩეველმა 9 პარტიას მისცა ხმა, და ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველთა სურვილს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი საქმიანობას მალე შეუდგება, რადგან უნდა მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რთულად წარმომიდგენია, რომ ბიუჯეტის მიღებაში მონაწილეობა არ მიიღოს ყველა პარტიამ. ვუსურვებ საქართველოს, რომ ერთიანი გადაწყვეტილებით დავძლიოთ ეს კრიზისი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარი