საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

ხელვაჩაურში საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადასტურებს ოლქის თავმჯდომარე. მისი თქმით, 60 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.

N41 უბანი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სოფელ ჩიქუნეთში მდებარეობს.

კომენტარი