სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თავი დედაშვილური ურთიერთობისგანაც კი შევიკავოთ, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც" - ნახეთ, რას ამბობს ლევან რატიანი

მომდევნო ორი კვირა მაინც, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, დედაშვილურზეც კი, რათა დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთის მოვლა უნდა ვისწავლოთ.

„ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მტყუან-მართლის გარჩევაზე ამ ეტაპზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. დადგება მომენტი, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული გვყავდეს ქვეყანაში.

მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების, მაგრამ სიცოცხლეზე ძვირფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100