ხვალ გამოცხადდება ის ღონისძიებები, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ხვალ, მთავრობა შეზღუდვებთან ერთად მომავალი ორი თვის გეგმას გამოაცხადებს.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, გადაადგილება კიდევ უფრო გამკაცრდება.

,,ეს იქნება არა მხოლოდ შეზღუდვები არამედ გეგმა, მომავალი ორი თვის განმავლობაში როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ.

ხვალ გამოცხადდება ის ღონისძიებები, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილება და მაქსიმალურად შეიზღუდება ადამიანების ურთიერთკავშირები", - განაცხადა პაატა იმნაძემ ,,ფორმულას" ეთერში.

შეზღუდვებთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.

კომენტარი