„ლაზიერის გამბიტი“ Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მინისერიალი გახდა

„ლაზიერის გამბიტი“ Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მინისერიალი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის Twitter-გვერდზე გავრცელდა.

„პრემიერიდან 28 დღის განმავლობაში „ლაზიერის გამბიტის“ ნახვა რეკორდულმა 62 მილიონმა მომხმარებელმა გადაწყვიტა, რამაც ის დღეის მონაცემებით ყველაზე პოპულარულ მინისერიალად აქცია“, - აცხადებენ Netflix-ში.

ამასთანავე, სერიალი 92 ქვეყანაში საუკეთესო ათეულში მოხვდა, აქედან 63-ში პირველი ადგილი დაიკავა.

„ლაზიერის გამბიტი“ მოგვითხრობს ბეთ ჰარმონზე, რომელიც გროსმაისტერობაზე ოცნებობს, თუმცა ამავე დროს ემოციურ პრობლემებსა და ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის. სერიალში მთავარი როლი მსახიობმა, ანია ტეილორ-ჯოიმ შეასრულა. „ლაზიერის გამბიტის“ პრემიერა 2020 წლის 23 ოქტომბერს შედგა.

კომენტარი