"კვლავ კუბოების შიშით? აღარ ჭრის! მოხსენით უაზრო აკრძალვები, თორემ ჯანყი დაწყებულია" - ლალი მოროშკინა მთავრობას მიმართავს

მწერალი, PR ტექნოლოგიის სპეციალისტი და ყოფილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალური ქსელით საქართველოს მთავრობას მიმართავს და დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს:

"გაიღვიძე მთავრობა!!!

ნაციონალები აპირებენ მართონ "მშიერი ბუნტი" და დაიბრუნონ ძალაუფლება!

PR-ის უბადლო სპეციალისტი მიხეილი ახლაც მიმართავს PR-ის კლასიკოსის შეგონებას:

"ბრბოს არ აზროვნება და მის დასაწყნარებლად უნდა მივმართოთ არა გონებას, არამედ ქვეცნობიერ ინსტიქტებს!"(ედუარდ ბერნაიზი)

ჩვენ რითი ვპასუხობთ ამ უსერიოზულეს გამოწვევას?

კვლავ კუბოების შიშით?

აღარ ჭრის!

მშიერი შვილის თვალები, დედას მხოლოდ ერთ ინსტიქტს უტოვებს:

ს ა ს ი ც ო ც ხ ლო ს!

შეცვალეთ სპიკერები,

მოხსენით უაზრო აკრძალვები, დაასრულეთ პანიკის ტირაჟირება, თორემ ჯანყი დაწყებულია, და ქვეყანა თავზე დაგვენგრევა!" - წერს მოროშკინა.

კომენტარი