ინდოეთში ქვეწარმავლებს ხიდი აუშენეს

ინდოეთში, უტარაკჰანდის შტატში, ქვეწარმავლებსა და მცირე ზომის ცხოველებისთვის, ტყეში გამავალ მაგისტრალზე ხიდი ააგეს, - ამის შესახებ BBC წერს.

27 მეტრიანი ხიდი, რომელიც ბამბუკისგან და სხვა მცენარეებისგან დაამზადეს, პირველი ხიდია, რომელიც ქვეწარმავლებისთვის ააგეს.

გზა, რომელზეც ხიდი ააშენეს, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ინდოეთში, რადგან სწორედ ამ მაგისტრალით მიდიან ტურისტები პოპულარულ ლოკაციამდე, ქალაქ ნაინიტალამდე. ამავე ადგილას, ტყეში სხვადასხვა სახეობის ცხოველი და ქვეწარმავალი ბინადრობს, გზაზე გადასვლისას კი, მრავალი მათგანი აღმოჩენილა ტურისტების ავტომობილების საბურავების ქვეშ და მომკვდარა.

კომენტარი