ორსულებს ვაქცინისგან თავის შეკავებას ურჩევენ

დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი აცრები მომავალი კვირიდან დაიწყება, თუმცა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლები ფეხმძიმე ქალებს აცრისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სპეციალისტების თქმით ქალებმა, რომლებიც ფეხმძიმედ არიან, ან უახლოეს 3 თვეში დაფეხმძიმებას გეგმავენ, უმჯობესია ვაქცინა არ გაიკეთონ. შოტლანდიის მთავარი ექიმის გრეგორ სმითის განცხადებით, საკმარისი კვლევები იმაზე, რომ რომ ვაქცინა ნამდვილად უსაფრთხოა ფეხმძიმე ქალებისთვის, ამ ეტაპზე არ არსებობს.

კომენტარი