სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 3 დეკემბერს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ასევე უნალექო ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +4, ნალექი არც აქ არის მოსალოდნელი. სოხუმში +16 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ჭიათურაში +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბორჯომში +9 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გორში იწვიმებს. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექს პროგნოზირებენ ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +1 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -11 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+8 გრადუსი და ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც. +5 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, იწვიმებს, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი ამინდი იქნება რუსთავშიც, დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უნალექო დღე იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100