სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არ ვიმუქრები, მაგრამ ქვეყნის დანგრევას არ ვაპატიებთ - მეუფე იაკობი

რადგან ასეთი განსხვავებული აზრი არის, ეკლესიაში შეიძლება ისეთ გონივრულ საკითხზე შეთანხმდე, რომ ორივე მხარემ ღირსება არ დაკარგოს და ამით საქართველოსაც წაადგეს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოპარაკებების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ეკლესიაში ბევრი საკითხის განიხლვაა შესაძლებელი.

„უცხოეთი დღეს მთავრობას აუცილებლად აღიარებს იმიტომ, რომ ვიღაც თუ არ იყო, ჩამოიშლება და საერთოდ დაკარგავენ საქართველოსაც. თუ მათთან ურთიერთობა გვინდა, თქვენ დალოცვილებო, რაღაცები მოუსმინეთ. ვუყურებ, რა პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, იმ დღეს რომ ვთქვი ეკლესია-თქო, არა, სეკულარული სახელმწიფოაო. სეკულარული ჩვენს ეკლესიასთან მიმართებით გახდა? თვითონ ვისთანც არიან კავშირში, „გირჩმა“ შექმნა თავისი რელიგიური ორგანიზაცია და დღესაც არ დაუშლია. რატომ „გირჩზე“ არ ამბობენ, მათ „სეკულარიზმი“ არ ეხებათ? რომ ვერ აკეთებენ ქვეყნის საქმეს, იმიტომ მივმართავთ ისევ, რომ ეკლესიას შეგვიძლია ბევრი საკითხი გავიაროთ. რასაც ჩვენ გვაგინებენ და ხელს გვიშლიან ეკლესიას ამდენი წელია, საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და შეგვიძლია წავადგეთ. პირიქით, ერიც გაერთიანდება. აუცილებელია შერიგება! მე ჩემი საქართველო მაინტერესებს და მიყვარს. ვიცი, რომ მათაც უყვართ, მაგრამ სკამისთვის ბრძოლა გონებას უბინდავთ. მოიქეცით ისე, რომ ჩვენი სახელმწიფო არ დააზიანოთ. ეკლესიას ხომ არ გვაქვს პარტია, ერთი მხარეც ჩვენია და მეორეც. დღეს ვერ ვიზიარებ ვერცერთის პოზიციას, მაგრამ რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. ასეც არ შეიძლება, საქართველოს დანგრევას არ ვაპატიებთ. ძალით თუ უნდათ ჩაგვრიონ, ჩვენც ჩავერევით. მასე არ არის, თვითონაც ხომ ხედავენ. არავის ვემუქრებით. ძალა სადაც ღმერთი და ჩვენი დედა ეკლესიაა, იქ არის“, -აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100