სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ საუკეთესო ლელოს ავტორი გახდა

ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში გიორგი კვესელაძემ ხმების 65 პროცენტი მიიღო და „შემოდგომის ერთა თასის“ საუკეთესო ლელოს ავტორი გახდა.

კვესელაძემ, იტალიელ მატეო მინოცის, ინგლისელ ჯონი მეისა და ფიჯელ მესულამე კუნავულას აჯობა. მან მეტოქის ჩათვლის მოედანი ირლანდიის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში აიღო. სოსო მათიაშვილისგან პასის მიღების შემდეგ 23 წლის მორაგბე ჯეიკობ სტოკდეილსა და ბილი ბარნსს ეფექტურად გასცდა და საქართველოს ნაკრებისთვის ამ ტურნირზე პირველი ლელო დადო.

ირლანდიელებთან შეხვედრის შემდეგ კვესელაძე ტურის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100