სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდი მოსალოდნელია დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 10 დეკემბერს ქუთაისში დღისით +13 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +5. სოხუმში +14 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა. ღამით კი -8 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ჭიათურაში +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე მოღრუბლულობას ვარაუდობენ ახალციხეშიც, სადაც დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში +5 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.

გორში მცირე მოღრუბლულობაა ნავარაუდევი. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღეს მოთოვს. +1 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -9 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვლჭყაპია მოსალოდნელი ლაგოდეხში. აქ ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+3 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე თოვლია მოსალოდნელი სიღნაღშიც. +3 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვლჭყაპია მოსალოდნელი რუსთავში, დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. დღისით აქ ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100