სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

კანდიდატები, რომლებსაც კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე ხვალ უყრის, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

კერძოდ, მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან კახაბერ კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებით იმუშავებს და დავით სერგეენკო.

საპარლამენო უმრავლესობის ლიდერის პოსტს ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100