სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გვარამია რეჟიმს ნერვებს უშლის და მაქსიმალურად ცდილობენ მოიცილონ" - ცისკარიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნებს, რომ "მთავარი" არიხს დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მუქარა, მისი მთავარობის წინააღმდეგ აქტივობებითაა განპირობებული.

ცისკარიშვილის თქმით, გვარამია უკვე წლებია ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის, სწორედ ამიტომაა ის ბიძინა ივანიშვილის სამიზნე.

"ნიკა გვარამია წლებია დაუღალავად ებრძვის ამ რეჟიმს. სააშკარაოზე გამოაქვს მათი კორუფციული სქემები, უნიათობა. საუბრობს ქვეყანაში არაებულ პოლიტიკურ დევნაზე. არ აძლევს მმართველ პარტიას საშუალებას წყნარად იცხოვრონ.

ამიტომ, ის არ მოსწონთ, ნერვებს უშლით და მაქსიმალურად ცდილობენ მოიცილონ"- აცხადებს ცისკარიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100