სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ არის სწორი მისი ლანძღვა" - ასე ეხმაურება თაკო ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას

პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას ეხმაურება.

„გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობა დატოვა, მიზეზად არჩეული ტაქტიკა დაასახელა! ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება!

არ არის სწორი მისი ლანძღვა, (განსაკუთრებით ამ პარტიის, ზოგიერთი წევრის და მომხრისგან). ის გაეცალა პროცესს ეს მისი ნებაა.

პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა (გვახსოვს მისი განცხადება, პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განსხვავებით, ზოგიერთი „ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ ირტყამდა, „შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო”.

ასე რომ, განსხვავებული პოზიცია სხვა არის და „ცრუპენტელობა” სხვა. გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, (არ არის მისი ლანძღვა სწორი) ის დიპლომატია პროფესიით – ეს მისი არჩევანია!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100