სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პოლიციელებმა აწამეს და ოჯახის წევრებით დაემუქრნენ" - იმერეთში მომხდარი ხმაურიანი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოსთან ბიზნესპარტნიორის მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ტოგონიძის ახლობლებმა აქცია გამართეს.

ისინი დაკავებულისთვის 17 წლიანი პატიმრობას უსაფუძვლოს უწოდებენ. საქმის მასალების კიხედვით, ტოგონიძემ ბიზნესმენი ნიკოლოზ ქურასბედიანი მოკლა.

ტოკონიძეების მტკიცებით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაკავებილის ბრალეულობას დაამტკიცებდა.

"ალექსანდრე ტოგონიძემ სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება წამებისა და მუქარის ფონზე მისცა, რადგან მას შვილებზე ძალადობით ემუქრებოდნენ"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ალექსანდრე ტოგონიძე 2019 წლის ნოემბერში მეგობრის, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ტოგონიძე, ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

ბრალდებული ირწმუნება, რომ 2019 წლის 17 ნომებერს საჩხერის პოლიციის უფროსმა დაურეკა და სახლიდან მოტყუებით გაიყვანა, გზად კი ქუთაისის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და სამხარეოს შენობაში იძულებით წაიყვანეს. მისივე თქმით, პოლიციელებმა ის აწამეს და ოჯახის წევრებით დაემუქრნენ.

ნიკოლოზ ქურაზბედიანის საქმეზე პოლიცია წელიწად ნახევრი ბრალდებული არ ჰყავდა.

ტოგონიძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აბობს, რომ მოსამართლემ ალექსანდრე ტოგონიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეტა მტკიცებულებების გარეშე შეუფარდა.

მოსამართლე თათია გოგოლაურის განაჩენი ალერქსანდრე ტოგონიძეს ახლა სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

ცნობილია, რომ ტოგონიძემ და მისმა დეიდაშვილმა გამოძიებას ქუთაისის სამხარეო პოლიციაში ცემისა და წამების შესახებ ჩვენება უკვე მისცეს და მოძალადე პოლიციელებიც დაასახელეს თუმცა უშედეგოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100