სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს არის ყველასთვის, გინდა მორწმუნე იყოს, გინდა ურწმუნო - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძის განცხადებით რეკომენდაციების დაცვა არის ერთადერთი გზა, ვირუსის გავრცელება იყოს კონტროლირებადი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, რეკომენდაციები ყველასთვის ერთნაირია.

"რეკომენდაცია ყველასთვის არის ერთნაირი და ამას ითვალისწინებს ჩვენი ეკლესიაც. პარტიებისთვისაც და სხვა ორგანიზაციებისთვისაც, რეკომენდაცია ყველასთვის ერთია. დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ერთნაირად არის ყველა ადამიანისთვის, გინდა მორწმუნე იყოს, გინდა ურწმუნო. თუ ყველა დავიცავთ ამ ძირითად წესებს, მაშინ ვირუსის გავრცელება იქნება კონტროლირებადი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100