სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში საცხოვრებელ ვაგონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში საცხოვრებელ ვაგონში მამაკაცი მოკლეს. ბრალდებული უკვე დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

საგამოძიებო ინფორმაციის მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

1982 წელს დაბადებული დაჭრილი მამაკაცი – გ.წ., შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

წყაროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული კი, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100