სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა, 85 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა

BBC-ს ცნობით, აშშ-ში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლანა პეტერსი, იგივე სვეტლანა ალილუაევა, რომელსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სვეტლანა სტალინად იცნობენ.

გამოცემამ ეს ინფორმაცია ვისკონსინის შტატის რიჩლანდის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დატრდნობით დაახლოებით საათნახევრის წინ გაავრცელა.

სვეტლანა სტალინა 1926 წლის 22 ნოემბერს დაიბადა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მან დედის გვარი მიიღო და სვეტლანა ალილუევა გახდა, ხოლო სსრკ-დან გამგზავრებისა და აშშ-ში გათხოვების შემდეგ ქმრის გვარს ატარებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100