სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 21 იანვარს ქუთაისში თოვას პროგნოზირებენ. დღისით +1 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლის სახით ნალექია მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც თოვლჭყაპია ნავარაუდევი. დღისით სინოპტიკოსები +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლიანი ამინდია ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდი იქნება ზუგდიდში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -5 იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება, ღამით -17 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც -2 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში -3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -2 გრადუსია ნავარაუდევი. ღამის განმავლობაში -13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -20 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ცხინვალში, სადაც დღისით 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამე კი ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში უნალექო ამინდი და -4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ომალოში, ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება, ღამე კი -20 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

მზიან დღეს ვარაუდობენ რუსთავში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100