სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები"

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია, შეზღუდვები შეამსუბუქოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკას და ადამიანებს უჭირთ. შეზღუდვების სრული მოხსნა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.

დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238 737-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 022 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100