საჩხერეში ბავშვი მდუღარეში ჩავარდა: მის გადარჩენას თბილისში ამ დრომდე ცდილობენ

კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ საჩხერიდან თბილისში გადმოიყვანა მცირეწლოვანი, რომელიც მდუღარეში ჩავარდა. ბავშვის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ დამწვრობის ცენტრში. ექიმები იმედოვნებენ, რომ 3 წლის ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება: იმის გამო, რომ იგი ცხელი წყლით სავსე ქვაბიდან უცებ ამოიყვანეს და პირველი დახმარებაც სწორად ჩაუტარეს, საგანგაშო ხარისხის დამწვრობა არ მიუღია.

როგორც დაზარალებული ოჯახის მეზობლები ჰყვებიან, შემთხვევა საჩხერეში მაშინ მოხდა, როცა მშობლები შეშის ღუმელზე მდგარი დიდი თუჯის ქვაბით საბანაო წყალს აცხელებდნენ: ბავშვმა მშობლების უმეთვალყურეობით ისარგებლა, სკამზე აძვრა, იქედან კი ქვაბში ჩახედვა სცადა და როცა გადაიზნიქა, ქვაბში ჩავარდა, თუმცა, ჩავარდნამდე ქვაბის კიდეებს ინსტიქტურად მოეჭიდა, სხეულმა ვარდნის ტრაექტორია შეიცვალა და ბავშვი ქვაბში მარცხენა მხრითა და ფეხით, ისე ჩავარდა, რომ თავი მდუღარეში არ მოხვედრია. თითქმის ჩავარდნისთანავე იგი ტირილის ხმაზე გამოსულმა მშობლებმა ამოიყვანეს, დამწვრობის მალამო წაუსვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილობრივმა ექიმებმა კი მისი თბილისში გადაყვანა აუცილებლად მიიჩნიეს.

კომენტარი