სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 25 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 იქნება. მზიანი დღე იქნება სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +12 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +3 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +5 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -16 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი ამინდია ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში -2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ასევე გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. +7 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100