ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი ბრიუსელში, მხარს ეროსი კიწმარიშვილს უჭერს

ტელეკომპანია "მაესტროს" ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი ბრიუსელში და

რადიო "ფრანს ინტერნციონალის" ჟურნალისტი ევროსტრუქტურებში, გიორგი ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ეროსი კიწმარიშვილის ქმედება ტელეკომპანიასთან მიმართებაში გამართლებულია და "სარედაქციო დისბალანსის აღდგენის მცდელობაა". ამის სესახებ მან განცხადება საკუთარ გვერდზე, "ფეისბუქში" გაავრცელა, რომელსაც "დრონი.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

"ის, რაც ხდება ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ, პირველ რიგში ქართული პოლიტიკანების და ჩემი ქართველი კოლეგების ბრალია. რატომ? აი იმიტომ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქართულ ჟურნალისტიკაში დამკვიდრდა ერთი უკუღმართი ცნება: ჟურნალისტი უნდა იყოს "ძლიერის" მხარდამჭერი და "ამ წუთში კრიტიკა, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს"... ჰო და, შეიქმნა მეხოტბე ჟურნალისტთა კასტა, რომელთა ერთი ნაწილი მთავრობის "ძლიერთ" უმღერის დითირამბებს, მეორე - "ოპოზიციის ლიდერებს" ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, ქართული ჟურნალისტიკის სწორედ ეს მანკიერი მხარე წარმოაჩინა, მოხდა "ოპოზიციურად განწყობილი მას მედიის" სრული "ჰარმონიზაცია" ქართულ პოლიტიკაში ახლადჩართული პიროვნების, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. გამონაკლისს, სამწუხაროდ, არც ტელეკომპანია "მაესტრო" წარმოადგენდა... მე ვერც ერთ ქართულ მას მედიაში,გადაცემაში, თოქ–შოუში, საგაზეთო სტატიაში, ვერც ერთ რადიორეპორტაჟში დღემდე ვერ ვნახე ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ერთი კრიტიკული სიტყვაც კი, ბატონი ბიძინას, მისი პოლიტიკური პარტნიორების და პოლიტიკური კურსის მიმართ, არა და, ჩემის აზრით, გასაკრიტიკებელი და და პასუხგაუცემელი ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა. მე, გიორგი ფოფხაძეს, ტელეკომპანია მაესტროს ბრიუსელელ ჟურნალისტს, მიმაჩნია, რომ ჩვენმა ტელევიზიამ დაიკავა მვეთრად ერთი მხარისადმი "ტკბობის" პოზიცია, რაც, ჩემი აზრით, მიუღებელია და ჟურნალისტის ეთიკის ელემენტარულ პრინციპს "ჟურნალისტი უნდა იყოს კრიტიკული, მუდამ და ყოველთვის" ძირეულად ეწინააღმდეგება... აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის მმართველის, ეროსი კიწმარიშვილის მოქმედებას მივიჩნევ ნორმალურად და ვაფასებ,როგორც სარედაქციო დისბალანსის აღდგენის მცდელობას და ვუჭერ მხარს.

გიორგი ფოფხაძე .ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი ბრიუსელში

რადიო ფრანს ინტერნციონალის ჟურნალისტი ევროსტრუქტურებში

კომენტარი