სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროსი კიწმარიშვილს „მაესტროზე“ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ არ მოეწონა

ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი კომპანიის ხელმძვანელის ეროსი კიწმარიშვილის აზრით, "ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ ეკა ბერიძესთან პროპაგანდის თვალსაზრისით მხოლოდ ხელისუფლებას წაადგა".

ამის შესახებ კიწმარიშვილმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ "სწორედ ამის დასტურია, რომ ტელეკომპანია "იმედმა" "პრაიმთაიმში" ამ ინტერვიუს მთელი 20 წუთი დაუთმო".

"მაესტროში" ჩემი გუშინდელი არმოსვლა იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ხელი არ შემეშალა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუერის მოსვლისათვის და ამას სპეკულაციები არ მოჰყოლოდა. არ ვიცი, რა განწყობით დამთავრდა ეს ეთერი ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ შემიძლია, როგორც გამოცდილმა სატელევიზიო პროფესიონალმა, გითხრათ, რომ მე დღეს 20 წუთიან უწყვეტ ფრაგმენტს ვუყურე ამ ინტერვიუსი, რომელიც "იმედზე" გადიოდა ზუსტად იმიტომ, რომ პროპაგანდის თვალსაზრისით, ეს ინტერვიუ მომგებიანი სააკაშვილისთვის იყო",- განაცხადა კიწმარიშვილმა და დასძინა, რომ "არავითარ შემთხვევაში არავინ, არსად, არასდროს რეალობის მაკიაჟი არ უნდა გააკეთოს და უნდა დაისვას ყველა კითხვა, რომელიც დასასმელია".

მისივე თქმით, "იმედის" მიერ დათმობილი 20 წუთი არა ივანიშვილის პრომოუშენი, არამედ მისი დისკრიმინაცია იყო".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100