პრეზიდენტმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები ზეევ ფრნეკელი და რონი ფუქსი შეიწყალა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობის თხოვნის საფუძველზე მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

“ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ასევე ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულიები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

შეაგხსენებთ, რომ 2010 წლის 14 ოქტომბერს ბიზნესმენები ბათუმში დააკავეს. მათ თანხის გათეთრება ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 6.5 და 7.5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარი