სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიწმარიშვილი: „მაესტროს“ ბედი სააკაშვილის ხელშია

„მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის ხვალინდელი დღე პრეზიდენტის ხელშია. მისი განმარტებით, რა ფორმით იფუნქციონირებს ტელევიზია, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაერევა სააკაშვილი ამ პროცესებში.

“ლეგალური მაუწყებლობა, რომელიც დღეს საღამოს აღდგება და მაუწყებლობა, რომელსაც აქედან გაქცეული დამფუძნებლების ჯგუფი ახორციელებს, ურთიერთსაწინააღმდეგოა.

შესაბამისად, როგორ ჩათვლის საჭიროდ ამ დავაში მონაწილეობას სააკაშვილი, იმაზეა დამოკიდებული, იარსებებს თუ არა "მაესტრო" თავისუფალი ფორმით და საერთოდ იარსებებს თუ არა.

საუბარი მიდის არა იმაზე, რომ "მაესტრო" საეთერო სიხშირის ტელეკომპანიაა, არამედ მას მხოლოდ საკაბელო სიხშირე აქვს",- განაცხადა კიწმარიშვილმა „მაესტროში" გამართულ პრესკონფერენციაზე....

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100