სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ზოგჯერ კრიტიკაც უნდა აიტანოთ. რომ დაიღლებით და ჩამოგეძინებათ, შემოგილაწუნებთ ხოლმე” - ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციას მიმართავს.

გვარამია მოუწოდებს ოპოზიცას დაიწყონ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და ელისაშვილისა და წულუკიანის განცხადებების განხილვას თავი დაანებონ.

,,ძვირფასო ოპოზიციავ, ჩვენ არ ველოდებით და არ მოვითხოვთ თქვენგან ასიათასიან მიტინგს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ), არც ხელისუფლების მყისიერ გადაგდებას, ჩვენ გვინდა (და არა – მოვითხოვთ), რომ დაიწყოთ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და არ იყოს ალეკო ელისაშვილის და თეა წულუკიანის ტექსტები მთავარი განხილვის საგანი.

აი, ნაცმოძრაობის განახლება – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, ბათუმში მუდმივი აქცია – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, სირცხვილიას აქციები, თემატურიც და სპორადულიც – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, მოძრაობა 2020-ის კარვები პარლამენტთან – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, გიორგი ვაშაძის რეგიონებში სიარული – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

აი, ნიკა მელიას ბრიფინგი – არ გადავიხდი, დამიჭირეთ, – პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

სწორედ ასე დასრულდება ,,ქართული ოცნება”, რომელიც ისედაც თვითგანადგურების რეჟიმშია. მერე ის ასიათასიანი მიტინგიც იქნება და ყველაფერი დანარჩენიც.

აბა თქვენ იცით! არ გაგვაწბილოთ! სხვისი იმედი არც გვაქვს და ვერც გვექნება – ხმა თქვენ მოგეცით, თქვენ აგირჩიეთ და ცვლილებებსაც თქვენგან ველით! წარმატებებს გისურვებთ!

ps „ზოგჯერ კრიტიკაც უნდა აიტანოთ. რომ დაიღლებით და ჩამოგეძინებათ, შემოგილაწუნებთ ხოლმე”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.„ზოგჯერ კრიტიკაც უნდა აიტანოთ. რომ დაიღლებით და ჩამოგეძინებათ, შემოგილაწუნებთ ხოლმე”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100