სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი ქვეყანაში ტრიალებს, მაგრამ სიტუაცია მართვადია

არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ, ეს ვირუსი ისევ ჩვენთან ტრიალებს, მაგრამ ის ქვეყანაში მართვადია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.

საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციაში, ასევე სასუნთქ აპარატებზე მყოფი პაციენტების რაოდენობა, ყველაფერი ეს ჯამურად აჩვენებს, რომ სიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ დამშვიდების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 263 057 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 254 916, გარდაიცვალა 3 306 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 446, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 229. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100