სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 15 თებერვალს ქუთაისში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +12 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში კი დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +10 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ნალექიანი დღე და +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს, დღისით ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +8 გრადუსი და წვიმა იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +11 გრადუსი და მცირედ ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, +3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამე კი -6 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით მცირე ნალექი და +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი და ძლიერი ქარია ნავარაუდევი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100